суббота, 1 декабря 2012 г.

ojaxis mier kvebis produqtebze gaweuli xarji


1.      პროექტის  სახელწოდება-  ,,  ოჯახის მიერ კვების პროდუქტებზე გაწეული  ყოველთვიური ხარჯი“
2.      პროექტის  მთავარი იდეა -მოსწავლეებმა მოიძიონ და  შეგროვონ ინფორმაცია  მათი ოჯახის ყოვეთვიური ხარჯის შესახებ.  მოახდინონ  მათი  დამუშავება     შედარება და  ანალიზი წარუდგინონ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს
3.      პროექტის  აქტუალობა-პროექტზე  მუშაობის  პროცესში  მიღებულ  შედეგებზე  დაკვირვებით  მოსწავლე ისწავლის ოჯახის  შემოსავალ-გასავალზე კონტროლირების მექანიზმს, რაც აუცილებელია ოჯახის  ყოველი წევრისათვის.
4.      პროექტის  მიზნები მოსწავლეებს  განუვითარდეთ კვლევის, ინფორმაციის  მოძიების, ანალიზის, წყაროების  შედარების, კრიტიკული აზროვნების,  პრეზენტაციის და  ისტ-სთან მუშაობის  უნარ-ჩვევები.
5.      მონაწილეთა  ასაკი-15-17 წელი
6.      ვადები/ხანგრძლოვობა- 3  თვე.
7.      მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას; პრეზენტაციის ფაილი, ბლოგი  სადაც განთავსდება მოძიებული  და დამუშავებული ინფორმაცია.
8.      პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები- ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, ინტერნეტი, თაბახის  ფურცლები, კალამი, პროექტორი.
9.      პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) 
ა) დაგეგმვა: გავაცნოთ მოსწავლეებს პრობლემის ძირითადი არსი  და თითოეულ  მათგანს  მივსცეთ დავალება  3 თვის  განმავლობაში  მოახდინონ  დაკვირვება  მათი  ოჯახის მიერ  საკვებ  პროდუქტებზე გახარჯული თანხაზე და ჩაიწერონ  ყოველდღიურად;
ბ) მომზადება:  თითოეულ  მოსწავლეს  გადაეცემა წინასწარ  მომზადებული ცხრილები, რომელთა შევსებაც  მოეთხოვებათ. მათ   ექნებათ  საშუალება  გამოიყენონ  ბიბლიოთეკა,  ისტ-ს  საშუალებები  და  სტატისტიკის  სამმართველოს მონაცემები.
გ) განხორციელება:  3  თვის  განმავლობაში  თითოეული  მოსწავლე მოახდენს დაკვირვებას  მათი ოჯახზე,  გააკეთებენ  ჩანაწერებს, რასაც  მონიტორინგს გაუწევს  პროექტის  ხელმძღვანელი;   მოსწავლეები  მოახდენენ ინფორმაციის შეჯერებას და შექმნიან ერთიან საპრეზენტაციო  ფაილს.
დ) წარდგენა:  მოხდება  პროექტის  შესაბამისი  პრეზენტაციის  წარდგენა სკოლის  მოსწავლეებისა და  მასწავლებლებისათვის ,  რომელშიც  მითითებული იქნება  მოსწავლის  მიერ  დამუშავებული მონაცემები და  მათი სტატისტიკის  სამმართველოსთან შედარების  ამასახველი დიაგრამები;
ე) შეფასება:  მოსწავლეები  შეფასდებიან აღებული მონაცემების  დამუშავების, ანალიზისა  და  არსებულ წყაროებთან შედარების უნარით,  პრეზენტაციის  და  დასკვნების გამოტანის უნარით.
10.  საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი-ისტ-სთან მუშაობა,  
11.  პროექტის ხელმძღვანელი-ნარგიზ  მამულაძე
12.  ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა-nargizi72@gmail.com, 
13.  პროექტის ვებ-გვერდი- nargizi72@გ


     გაკვეთილის  გეგმა