четверг, 29 ноября 2012 г.

გაკვეთილის  მთავარი  თემა
ნატურალური  რიცხვის  შეკრების  თვისებები
სწავლების  საფეხური
II საფეხური, V  კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა
27
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე  გაანალიზებს ნატურალური  რიცხვების შეკრების  თვისებებს და გამოიყენებს მას სავარჯიშოთა  შესრულებისას.
გაკვეთილის  მიზნები და შედეგები
ნატურალური  რიცხვების შეკრების  თვისებების  შესწავლა.  მსჯელობის, ანალიზის და გაგების  უნარების  განვითარება
V.1. მოსწავლე იყენებს ახალ  რიცხვით  სახელებს, პოზიციურ სისტემას და  ახდენს  ნატურალური  რიცხვების  კლასიფიკაციას. ასრულებს მოქმედებებს  ნატურალურ  რიცხვებზე. შეუძლიათ ნატურალური  რიცხვების შეკრების  თვისებების  მაგალითების  მოყვანა  ყოფა–ცხოვრებიდან
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეს  უნდა  შეეძლოს ნატურალური  რიცხვების  ჩაწერა  და წაკითხვა. უნდა  ასრულებდეს  შეკრებას ნატურალურ  რიცხვებზე.
შეფასების  საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  შეფასდებიან წინასწარ მომზადებული შეფასების  სქემით
სასწავლო მასალა და  ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, პლაკატი
გაკვეთილის  მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
1.      საშინაო დავალების  შემოწმება–5 წთ;
2.      კითხვა–პასუხი – 7 წთ;
3.      ახალი თემის გაცნობა მინი–ლექციით–8 წთ;
4.      სავარჯიშოთა შესრულება და ანალიზი–20 წთ;
5.      საშინაო  დავალება–5 წთ.

საშინაო  დავალების შემოწმებისა  და  ანალიზის  შემდეგ მოსწავლეებს  დავუსვათ კითხვები: რას  ეწოდება  ნატურალური  რიცხვები?  როგორ  უნდა  შევკრიბოთ ისინი? 
პასუხების მიღების  შემდეგ მასწავლებელი  მინი–ლექციით უჩვენებს პრეზენტაციას ნატურალური  რიცხვების შეკრების თვისებების  შესახებ: ნულის თვისება, გადანაცვლებადობის  და ჯუფთებადობის  თვისებები, რომლებიც წინასწარ  მომზადებულ  პლაკატზეა ჩამოწერილი.
  დავუსვათ  კითხვა:  ხომ არ დაფიქრებულხართ  რა  შეიცვლება თუ 22+35 შეკრებას  შევასრულებთ 35+22 თანმიმდევრობით ან 27+12+53  გამოსახულებას  გამოვითვლით 27+53+12 თანმიმდევრობით.  მოსწავლეებმა  აღნიშნული  გამოსახულებები გამოთვალონ და  მოახდინონ შედარება.  მიღებული  დასკვნებს  ერთ–ერთი  მოსწავლე  ჩამოწერს  დაფაზე და  მოსწავლეებთან ერთად მოხდება მათი შედარება წინასწარ  მომზადებულ  პლაკატზე, რომელზეც  ჩამოწერილია შეკრების თვისებები –ნულის, გადანაცვლებადობის და  ჯუფთებადობის თვისებები, კერძოდ, a+0=a,
a+b=b+a,   (a+b)+c=a+(b+c)
მოსწავლეებს  დაწვრილებით ამოვუხსნათ ერთი  სავარჯიშო აღნიშნულ თვისებებზე და  ვამუშაოთ ინდივიდუალურად მსგავს მაგალითებზე.  მოახდინონ ამოხსნილი მაგალითების  ანალიზი.
გაკვეთილის ბოლოს მივსცეთ საშინაო  დავალება  მითითებებით.


ბლოგის  შექმნა  ვისწავლეთ  რა  კარგია, ვაშააააა!